ჯონ ჯონსი, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

„წლების წინ, სპარინგისას, ერთი დარტმით თავი გავუტეხე“ - ჰოკიტი ჯონსს უპირისპირდება

UFC 334-ის მთავარ ბრძოლაში სირილ განმა ჯოშ ჰოკიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ჰოკიტმა ბრძოლის მეორე დღესვე განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე სურს ფრანგთან რემატჩის ჩანიშვნა, რასაც წესით ამ მებრძოლების შორის სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება უნდა გამოეწვია. თუმცა, სოციალურ ქსელში ომი ჰოკიტმა არა განთან, არამედ ჯონ ჯონსთან დაიწყო, რაც დღიდან დღემდე სულ უფრო სერიოზულ და მასშტაბურ სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, ქრონოლოგიურად გაგაცნობთ ჰოკიტი-ჯონსის თითოეულ განცხადებას, რომელიც შაბათის ღონისძიების შემდეგ გააკეთეს.

ჯონ ჯონსი

გიჟური დამთხვევაა, თუმცა ფაქტია - ყველა მებრძოლი, რომელიც ჩემს ტალახში ამოსვრას ცდილობს, მომდევნო ჩხუბშივე მარცხდება. ეს ტენდენცია წლებია გრძელდება.

ჯოშ ჰოკიტი

ჯონ ჯონსს მივმართავ - გეი, ნარკომანი და ნაძირალა ხარ. შენზე ღვთის რისხვა მოდის და იცი რატომ? ჩვენი თანაგუნდელი სიმონე წესიერი, ქრისტიანი ბიჭი იყო, სანამ შენ გენდობოდა და შენთან ურთიერთობას დაიწყებდა. როგორცკი დაიმეგობრე, მაშინვე ნარკოტიკების მიღება დაიწყო. არცთუ დიდი ხნის წინ კი, სიმონე ალბუკერკეს ცენტრში ვნახე - ქუჩაში ყეფდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. მხოლოდ ამისთვის, რაც ამ ბიჭს გაუკეთე, ჯოჯოხეთში დაიწვები.

ჯონ ჯონსი

ჯოშ, ცოტა ხნით ინტერნეტს უნდა მოშორდე, რადგან შანსი არ არის სირილ განთან ბრძოლის შემდეგ შენი ტვინის უჯრედები სრულად იყოს აღდგენილი. ყველამ კარგად იცის, რომ შენს მიერ ნახსენები სიმონე ნარკოტიკებს კი არ იღებს, არამედ შიზოფრენიით არის დაავადებული იდიოტო. მე ვარ ის, რომელმაც ეს ადამიანი საავადმყოფოში დააწვინა და მისი შვეიცარიაში დაბრუნების ხარჯებიც საკუთარ თავზე აიღო. გათიშე ინტერნეტი და ტვინს დასვენების საშუალება მიეცი.

სიმართლე ის არის, რომ მე ღმერთისგან დალოცვილი ვარ. კი ბატონო, შენ შეგიძლია ალბუკერკეში ივარჯიშო, იგივე მწვრთნელებიც აიყვანო, მაგრამ იმ კურთხევას, რაც მე უზენაესისგან მაქვს, ვერასოდეს მიიღებ. ვერ ვიხსენებ, რომ შენთვის რამე დამეშავებინოს. პირიქით, უფლება მოგეცი ჩემს დარბაზში გევარჯიშა და მაქსიმალურად გაფასებდი. სანაცვლოდ კი რა მივიღე? UFC 334 ძალიან მომეწონა, სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ მოათვინიერეს შენი უკანალი.

ჯოშ ჰოკიტი

UFC-ში შენი მეხუთე ბრძოლის დროს სიმაღლეში 193 სანტიმეტრი იყავი, მაგრამ მაინც შეძელი და 93 კილოგრამამდე დაიკელი. როგორ მოახერხე ეს ნაძირალა?

ჯონ ჯონსი

უკვე გითხარი, გათიშე ინტერნეტი და ტვინი დაასვენე, მართლა არაფრის აზრზე არ ხარ. ვწუხვარ, რომ შენ 193 სანტიმეტრი არასოდეს იქნები და ეცადე ამის გამო არ შემიძულო. იცი, ჩვენს შორის რა განსხვავებაა? მე სირილ განი 35 წლის ასაკში, ოქტაგონში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა დავამარცხე და თანაც იცი როგორ? საჭიდაო უნარები გამოვიყენე, თეიქდაუნი შევუსრულე და დავაფინიშე. შენ კი ამას ვერასოდეს გააკეთებ.

ჯოშ ჰოკიტი

მართალი ხარ, ჩემი სიმაღლე 193 სანტიმეტრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასევე არასოდეს არავის დავუდანაშაულებივარ დოპინგის მიღებაში, ოჯახურ ძალადობაში, სტრიპტიზიორზე თავდასხმაში და ავარიის შემდგომ მიმალვაში. ასევე არასოდეს ვყოფილვარ ნარცისი, გეი, ნარკომანი და ალკოჰოლიკი.

შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ კარგად გაიხსენე, რომ სპარინგში დაგამარცხე, რის შემდეგაც მეხვეწებოდი, რომ შენს დარბაზში დავბრუნებულიყავი. ამის მოწმე გრეგ ჯექსონია. ერთი დარტყმით თავი გაგიტეხე და ეს მოხდა ჩემს UFC-ში დებიუტამდე ერთი წლით ადრე. ხომ წარმოგიდგენია, ახლა რა დღეში ჩაგაგდებ?

ჯონ ჯონსი

ისევ ტვინის შერყევა გალაპარაკებს - არა მგონია, განსაკუთრებით შაბათის ღამის შემდეგ ეს შენმა ყველაზე ერთგულმა გულშემატკივრებმაც კი დაიჯერონ. 25 წუთის განმავლობაში განის დაზიანებას უშედეგოდ ცდილობდა და მართლა გგონია, რომ ვინმე დაიჯერებს იმას, რომ ჯონ ჯონსს თავი გაუტეხე?

ცნობისათვის, გარდა ერთმანეთის წინააღმდეგ დაწერილი სტატუსებისა, ჯოშ ჰოკიტმა და ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელში სხვა ბევრი საინტერესოც დაწერეს. ჰოკიტმა აღიარა, რომ მაქსიმალურად ცდილობს კონორ მაკგრეგორისნაირი ტიპაჟი იყოს და ისეთივე გიჟი ნაძირალასავით იბრძოლოს. გარდა ამისა, ჯოშმა საკუთარი თავი UFC-ის საუკეთესო თანამშრომლად დაასახელა, რომელიც აწონვაზე და პრესკონფერენციებზე შოუს დგამს, ხოლო გალიაში თავდადებით იბრძვის. რაც შეეხება „ბოუნსს“, ჯონ ჯონსმა სირილ განი მუჰამედ ალის შეადარა და აღნიშნა, რომ ფრანგი ალივით მსუბუქად მოძრაობს და ისეთივე ბასრი ჯები აქვს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მათი შეცდომა ეს იყო“ | რეი ლონგომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა
    „მათი შეცდომა ეს იყო“ | რეი ლონგომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა