„ეს მისი მხრიდან უსამართლობაა“ | RAF-მა დენა უაითს უპასუხა
თავისუფალი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციის, RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩედ ბრონშტაინი დენა უაითის სიტყვებს გამოეხმაურა. UFC-ის პრეზიდენტმა RAF გააკრიტიკა, აღნიშნა, რომ ორგანიზაციას სკანდალური ეპიზოდები მოსწონს და ამდენი ჩხუბი სწორედ ამიტომ ხდება.
„UFC-ისთან მიმართებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა დენა უაითის განცხადებაზე კომენტარს აუცილებლად გავაკეთებ. რამდენი წელია UFC მოქმედი ორგანიზაციაა? მათ მებრძოლებს შორის ინციდენტები დღემდე ხდება.
UFC შესანიშნავი ორგანიზაციაა და მათთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. უდიდეს პატივს ვცემთ, თუმცა უსამართლობაა ასეთი განცხადება გააკეთო, რადგან რაღაც-რაღაცები UFC-ში დღემდე ხდება. იდეალური არავინაა და გაკვეთილებს ვსწავლობთ. განვითარებას გავაგრძელებთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ მომავალში ასეთი სიტუაციები არ განმეორდეს“.
შეგახსენებთ, რომ დენას RAF-ის შესახებ უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჰკითხეს. დენას თქმით, სიგიჟეა RAF-ში ასეთი რაღაცები რომ ხდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს