მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

„მანჩესტერი ლურჯია? მაცადეთ და ეს შეიცვლება“ - პოჩეტინო

მაურისიო პოჩეტინომ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაიკლ კერიკს შეცვლის, TNT Sports-ის ეთერში „წითელი ეშმაკების“ წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას, იმიტომ რომ ეს დიდი გამოწვევაა. ვიცით, რომ „მანჩესტერი“ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არ იმსახურებს. მათ შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს. ამერიკაში ქუჩაში 10 ადამიანი რომ გააჩეროთ, 9 „მანჩესტერის“ გულშემატკივარი იქნება - ეს წარმოუდგენელია“.

ჟურნალისტის რეპლიკას - „მანჩესტერი“ ლურჯია და ასეთად დარჩება“, პოჩეტინომ ასე უპასუხა: „ეს ასეა არაა და ამაში მალე დარწმუნდებით. მაცადეთ და ეს შეიცვლება“.

აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა, რომ პოჩეტინო და მისი სამწვრთნელო გუნდი ეროვნულ ნაკრებს დატოვებენ. არგენტინელი სპეციალისტი ახალ პოზიციაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რუნი: “კარიერის საუკეთესო წლებში სუიციდზე ვფიქრობდი“
    რუნი: “კარიერის საუკეთესო წლებში სუიციდზე ვფიქრობდი“