ვადაზე ადრე ბრუნდება - როდრის რეაბილიტაცია იდეალურად მიმდინარეობს
ბარსელონას ბანაკში სასიამოვნო სიახლეა. როდრი ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმისგან გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. ფეხბურთელმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „ასტონ ვილასთან“ შეხვედრისას მიიღო.
ის „საბაჰთან“ მატჩისთვის გუნდთან ერთად აზერბაიჯანში არ გაემგზავრება, თუმცა გეგმის მიხედვით, დაბრუნების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს განაახლებს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, როდრი შესაძლოა კვირას, 29 რიცხვში, „დეპორტივოსთან“ მატჩისთვის განაცხადში მოხვდეს, რათა 2 რიცხვში „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, რაც „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე მის დაბრუნებას საკმაოდ საეჭვოს ხდიდა. თუმცა რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე უკეთ მიმდინარეობს და შესაძლოა, მოედანზე დაბრუნება რამდენიმე დღით ადრე შეძლოს. ამ ეტაპზე დიდი ალბათობით, მას „რიასორზე“ რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.
როდრი ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. შესანიშნავი თამაშის წყალობით, ის პრაქტიკულად ყველა წუთს ატარებს მოედანზე. გერმანელი მწვრთნელი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ფლიკმა განმარტა, რომ როდრის მიერ ჩატარებული ყველა წუთი თავად ფეხბურთელთან იყო შეთანხმებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს