გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ახალი მსურველი | კვერნაძეს ფენერბაჰჩე აკვირდება

„ფროზინონეს“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კვერნაძეს, ახალი მსურველი გამოუჩნდა. 23 წლის შემტევი შესანიშნავ სეზონს ატარებს და რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებდნენ, რომელთა რიგებსაც „ფენერბაჰჩეც“ შეემატა.

თურქი ჟურნალისტის, სამეთ ჩაირის ინფორმაციით, „ფენერი“ კვერნაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობას თვალს აქტიურად ადევნებს. „ფენერბაჰჩემ“ შესაძლოა, „ფროზინონეს“ ოფიციალური წინადადებით იანვარში მიმართოს. ყველაფერი იტალიური კლუბის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ჩაირის თქმით, თუ „ფროზინონემ“ კვერნაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, „ფენერს“ მიზნის მიღწევა გაუჭირდება. „კანარინი“ 23 წლის გარემარბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი გაშვება არ უნდა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმ განაცხადა, რომ „ფროზინონე“ გიორგის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო, 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა