ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„გოლების ნახვა მინდა, ვფიქრობ მატჩი ფრედ დასრულდება“ | დემჩენკო საქართველოსთან თამაშზე

„იბერია 1999“-ის, „დილასა“ და „დინამო ბათუმის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. დემჩენკომ საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და ივარაუდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდება.

 „ორივე მხარისთვის იმედგამაცრუებელი შედეგები გვაქვს. უნგრეთთან 1:0 მოგებულმა მატჩმა შთამაგონა და მომეწონა როგორც თამაში, ისე ფეხბურთელების თავდადება, თუმცა ამის შემდეგ შედეგები უფრო და უფრო გაუარესდა. შეგვიძლია, საქართველოს ნაკრებზეც იგივე ვთქვათ.

„ჯვაროსნებმა“ მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და ვილი სანიოლის ნაცვლად რამაზ სვანაძე დაინიშნა. საქართველოს ნაკრები 5-მცველიანი ტაქტიკიდან 4-მცველიანზე გადავიდა და გაახალგაზრდავდა. ერთი მხრივ, ეს მათთვის კარგია, თუმცა შედეგები ორივე ნაკრებისთვის იმედგამაცრუებელია. ვერც უკრაინა ბრწყინავს და ნამდვილი ბრძოლა გველოდება.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. შესაბამისად, მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისია. უკრაინისთვის ეს უპირატესობაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე არაფერს წარმოადგენს.

მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ. ხვიჩას გარეშეც შეუძლიათ იბრძოლონ და მიზანს მიაღწიონ. ამიტომ თამაშს მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ვფიქრობ, მატჩი ფრედ დასრულდება. გოლების ნახვა მინდა და მგონია, რომ გავა კიდეც. ვვარაუდობ, რომ შეხვედრა 1:1 ან 2:2 მორჩება, თუმცა, როგორც პატრიოტი, ყოველთვის უკრაინის ნაკრებს დავუჭერ მხარს და ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვუსურვებ“.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ უკრაინას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. საქართველო 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯერჯერობით გატანილი გოლის გარეშეა. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის ეფექტური ჩატენვები და +14 | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო
    ბითაძის ეფექტური ჩატენვები და +14 | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო