დვალიშვილის და ლაზიშვილის გზა გრძელდება - მომდევნო შეხვედრები ჩაინიშნა
საბა ლაზიშვილი და მერაბ დვალიშვილი პრესტიჟულ ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მომდევნო შეხვედრებს 19 დეკემბერს ჩაატარებენ. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა. „მანქანის“ მომავალი მოწინააღმდეგე უკვე ცნობილია, ლაზიშვილის ოპონენტის ვინაობას კი 28 ნოემბერს შევიტყობთ.
უკვე გადაწყვეტილია, რომ მერაბი 19 დეკემბერს ნიდერლანდელ კენზო ბიიონგს დაუპირისპირდება, რომელიც ორგანიზაციაში პირველად იჭიდავებს. რაც შეეხება ლაზიშვილს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საბას მეტოქე 28 ნოემბერს, RAF 15-ზე გაირკვევა და სერხიო პეტისსა და კოდი გარბრანდტის შეხვედრაში გამარჯვებული იქნება. სხვათა შორის, 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დღეს მუჰამედ მოკაევმა გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჩედ ბერნშტეინს ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს.
ცნობისათვის, საბა ლაზიშვილის შესახებ ყველამ ყველაფერი რამდენიმე დღის წინ შეიტყო, როდესაც ახალგაზრდა ქართველი აბუ-დაბის სასტუმროში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვთან და მის თანხმლებ პირებთან დაპირისპირების დროს დაეხმარა და რამდენიმე ადამიანს ხელჩართულ ჩხუბში იოლად გაუმკლავდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს