გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია - ქართველები საჭიდაოდ მზად არიან

ზოგი ჭირი მარგებელია - ეს ძველი ქართული ანდაზა ზედმიწევნით შეეფერება ბოლო დღეეში საბა ლაზიშვილის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს. 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეს ნამდვილი ქართული საქციელი და მეგობრის გვერდში ბოლომდე დგომა არამხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ RAF-ის ხელმძღვანელებმაც სათანადოდ დაუფასეს და დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრადიციულად გაიმართა აწონვების ცერემონია და სამივე ქართველმა წონა წარმატებით ჩააბარა. საბა ლაზიშვილი ურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდება, რომელიც ახლა ცნობილი მოვლენების გამო საპატიმროშია და დამსახურებულ სასჯელს იხდის. მერაბ დვალიშვილის მეტოქე UFC-დან მისი ძველი ნაცნობი მარლონ მორაეში იქნება, რომელიც მერაბმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო გიგა ჭიკაძის დებიუტი ორგანიზაციაში დაღესტნელ ზაბიტ მაგომედშარიპოვთან შედგება.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილი აწონვებზე ხვიჩა კვარაცხელიას მაისურით გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კვარაცხელიამ მერაბსა და საბა დვალიშვილებს მხარდამჭერი პოსტი მიუძღვნა. ამ ფაქტს კი ხაბიბ ნურმაგომედოვის რეაქცია მოჰყვა — მან ხვიჩა სოციალურ ქსელში მეგობრებიდან წაშალა.

ცნობისათვის, RAF-ის დღევანდელი ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათიდან უნდა დაიწყოს და განრიგის მიხედვით, რიგით მესამე შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და მარლონ მორაეშს შორის უნდა გაიმართოს. მოგვიანებით ხალიჩაზე საბა ლაზიშვილი და ურაია ფაიბერი გავლენ, ხოლო ქართველებიდან ყველაზე ბოლოს გულშემატკივრების წინაშე გიგა ჭიკაძე წარსდგება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს რა მაგარი კაცი გყოლია“ | პირველი კადრები მერაბისა და საბას გათავისუფლების შემდეგ
    „ეს რა მაგარი კაცი გყოლია“ | პირველი კადრები მერაბისა და საბას გათავისუფლების შემდეგ