მირიან მაისურაძე, ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

2 ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე - მოჭიდავეებმა ტურნირი დაასრულეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საპრიზო მესამე ადგილი ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) დაიკავეს, დანარჩენი სპორტსმენებისთის კი პლანეტის პირველობა სამწუხაროდ წარუმატებელი გამოდგა.

მაისურაძემ ტურნირი მერვედფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე მაგომედ შარიფოვის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ყაზახი აზამატ დაულეტბეკოვის ძლევა მოჰყვა, ნახევარფინალში კი რუს ამანულა გაჯიმაგომედოვთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. დღეს გამართულ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძემ შვეიცარიელი სამუელ შერერი 6:3 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში მესამე (ორი ბრინჯაო, ერთი ვერცხლი) მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება გამყრელიძეს, ტურნირი მეთექვსმეტედფინალში რუმინელი კრისტიან ბიროს ძლევით დაიწყო, შემდეგ მერვედფინალში გერმანელ ჯოშუა მოროდიონზე ძლიერი აღმოჩნდა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რაჰიმ მაგამადოვი დაამარცხა. სამწუხაროდ ნახევარფინალი ვლადიმერმა დათმო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბერძენ გეორგიოს კოუმგიციდისს 6:0 აჯობა.

ცნობისათვის, ჯამში ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძისა და მირიან მაისურაძის მსგავსად, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა, იური ლომაძე და ლაშა გობაძეც მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მარცხი დაძაბულ შეხვედრაში - მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
    მარცხი დაძაბულ შეხვედრაში - მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს