მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„როცა ფორმაში ვარ, ჩემი შეჩერება შეუძლებელია“ - სეხუდო დვალიშვილთან გამარჯვებაზე

მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება როგორც UFC-ის ეგიდით, ასევე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის ყურებადი და საინტერესოა, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი „მანქანის“ დამსახურებაა. დვალიშვილმა UFC-ში, ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში ისე დაჩაგრა, რომ ყველა სასიამოვნოდ გააოცა. ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისში გამართული RAF-ის ღონისძიება, სადაც მერაბმა თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალა. ორიოდე დღის წინ კი, სეხუდომ მაშინდელი მარცხისთვის რევანში აიღო და თუ როგორ მოახერხა ქართველის დამარცხება, ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ერთხელ თავისუფალ ჭიდაობაში ამერიკელმა მწვრთნელმა ისრაელ მარტინესმა განაცხადა, რომ როდესაც ფორმაში ვარ, ჩემი შეჩერება არავის შეუძლია. ეს სიტყვები ბოლომდე დავიჯერე და გულთან ახლოს მივიტანე. საქართველოში განცდილი მარცხის შემდეგ, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ამსტერდამში წავედი და ბოლო თვენახევარი ამ ბრძოლისთვის მომზადებას მივუძღვენი. ვიყავი დისციპლინირებული და თავდადებული, რამაც შედეგი უმალ გამოიღო“.

ცნობისათვის, ჰენრი სეხუდო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წლის პეკინის თამაშებზე გახდა. UFC-ში კი, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და საერთო ჯამში გამართული 22 ბრძოლიდან 16 მოიგო, აქედან 8 შემთხვევაში მეტოქეები ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RAF - დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
RAF - დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა