მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

დვალიშვილი: “წაგების მიზეზებს არ ვეძებ, სეხუდო დამსახურებული ჩემპიონია“

RAF 12-ზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებითი დაპირისპირება გაიმართა. გამარჯვება ჰენრი სეხუდოს დარჩა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა.

მერაბი:

„ჰენრი სეხუდო იყო ის, ვინც გამომიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მალე იანთან ბრძოლა მექნება, ჰენრის გამოწვევას დავთანხმდი, მაგრამ წაგების მიზეზებს არ ვეძებ, ის დამსახურებული ჩემპიონია.

მან დღეს დამამარცხა, მაგრამ მოდით იყოს ტრილოგია! ეს ჭიდაობაა და 10-ჯერ რომ შევხვდეთ ერთმანეთს, შესაძლოა ათივე შემთხვევაში სხვადასხვა შედეგი მივიღოთ. დღეს ჰენრი მეფეა.“

შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდომ ბრძოლის დაწყებიდან 35 წამში გაიმარჯვა. მსაჯმა „პინი“ დააფიქსირა და ბრძოლა ნაადრევად შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იანი კიდევ ერთხელ მოუგებს“ - უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილზე
„იანი კიდევ ერთხელ მოუგებს“ - უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილზე