საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

ლაზიშვილი მოკაევის წინააღმდეგ? - რას წერს რუსი მებრძოლი

საბა ლაზიშვილს მიმდინარე წლის დეკემბერში, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში, მუჰამედ მოკაევის წინააღმდეგ ჭიდაობის შეხვედრა ჩაენიშნოს.

როგორც დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე რუსი მებრძოლი, მუჰამედ მოკაევი წერს, მას დეკემბერში სწორედ ქართველთან ჭიდაობა შესთავაზეს, თუმცა მოკაევი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ორგანიზაციისგან მიიღო შეთავაზება.

რას წერს მუჰამედ მოკაევი:

„დეკემბერში, დუბაიში, საბასთან საჭიდაო შეხვედრა შემომთავაზეს. წავედით!

ეს მხოლოდ სპორტული ინტერესიდან გამომდინარე ხდება. თუ საბა უარს იტყვის, არ დავაძალებ. არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რას გადაწყვეტს საბა ლაზიშვილი. შეგახსენებთ, რომ 21 წლის მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ, RAF-ზე ურაია ფეიბერის წინააღმდეგ იჭიდავა და UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი 12:7 დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საშინელი სანახავია, როდესაც მებრძოლები ასეთ რამეს აკეთებენ“ - მუჰამედის რეაქცია მერაბი-უსმანის კონფლიქტზე
    „საშინელი სანახავია, როდესაც მებრძოლები ასეთ რამეს აკეთებენ“ - მუჰამედის რეაქცია მერაბი-უსმანის კონფლიქტზე