გიორგი ლოლაძე
Aa
Aa

ზაგრების გრანპრი - ლოლაძე ოქროსთვის იჭიდავებს

ზაგრების გრანპრიზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მოგების შანსი აქვს. 73 კგ კატეგორიაში ფინალში გიორგი ლოლაძე გავიდა, რომელმაც ფინალამდე 5 მეტოქე დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე გამოსვლა ლატვიელ ანტონიო დე ანჯელისთან იპონით გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ ბრაზილიელ ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორს იუკოთი აჯობა, იგივე შედეგით დაამარცხა ისრაელის წარმომადგენელი იეონათან ელბაზი, მეოთხედფინალში კი კანადელი ჯასტინ ლემირი იპონით ჩამოიშორა.

ნახევარფინალში ლოლაძის მეტოქე კოსოვოელი აკილ ჯაკოვა იყო. ქართველმა მასაც იპონით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ირლანდიელ ჯოშუა გრინს შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილიც ასპარეზობდა, თუმცა ქართველი ძიუდოისტი პირველივე წრეში სლოვაკ ტომაშ ტემჩაკთან დამარცხდა.

ცნობისთვის, 81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ზაურ დვალაშვილი და გიორგი შერაზადიშვილი წარმოადგენდნენ, თუმცა ორივე მათგანმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა — ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერცერთმა შეძლო.

ასევე გეტყვით, ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებიდან კიდევ სამი ძიუდოისტი იასპარეზებს: ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები