7 ქართველით ზაგრების გრანპრიზე
Aa
Aa

7 ქართველით ზაგრების გრანპრიზე

13-15 ნოემბერს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს გრანპრის უმასპინძლებს. ტურნირზე 68 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ძირითადად ახალგაზრდა ძიუდოისტებით იქნება წარმოდგენილი. მედლებისთვის შვიდი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

- 66 კგ – ლაშა ნადირაძე;

- 73 კგ – გიორგი ლოლაძე;

- 81 კგ – ზაურ დვალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი;

- 90 კგ – ლუკა ჯავახიშვილი;

- 100 კგ – თორნიკე ფოლადიშვილი;

- +100 კგ – საბა ინანეიშვილი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები