მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთთან დამარცხდა და კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ) ვალერი ენდოვიცკისთან დამარცხდა, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) კი ირინა ზუევასთან. ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ბოლო წამებზე ბუიან-ხერელ სანაას მოუგო, თუმცა ნინო გულბანმა (-70 კგ) თამარა ლიშჩენკოსთან წააგო და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
დემეტრაშვილი - ენდოვიცკი
ლიპარტელიანი - ზუევა
შავდათუაშვილი - სანაა
გულბანი - ლიშჩენკო
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო, სადაც უნგრეთი 4:2 დაამარცხა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 4:3 მოუგო (გამარჯვებები მოიპოვეს ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერი ლიპარტელიანმა, ხოლო „ოქროს ქულით“ ლაშა შავდათუაშვილმა).
აქვე გეტყვით, რომ შარშან საქართველოს ნაკრებმა ფინალში იტალიას 4:3 მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს