ნინო ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი, საბა ქარდავა, მათე ბერუაშვილი (ჯუდოკა)
Aa
Aa

დასანანი მარცხი ფინალში - საქართველოს U23 ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ნეაპოლის ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდი გათამაშების ფინალში საფრანგეთის 23-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან თავისი შეხვედრები ნინო ლოლაძემ, საბა ქარდავამ და ლუკა ჯავახიშვილმა მოიგეს.

3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ გადამწვეტი ბრძოლა მათე ბერუაშვილს ამოუვიდა, რომელსაც პირველი ბრძოლა უკვე წაგებული ჰქონდა. სამწუხაროდ, ბერუაშვილმა ვერც მეორე შეხვედრის მოგება შეძლო და საბოლოოდ, ჩვენი გუნდი 4:3 დამარცხდა. მის გარდა, თავისი ბრძოლები ვერ მოიგეს ნინო გულბანმა და ბარბარე გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე საქართველოს 23-წლამდე ნაკრები 1/4 ფინალში გერმანიას დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მასპინძელ იტალიას 4:2 მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჯავახიშვილის ოქრო, დავლაძის ვერცხლი | ქართული ფინალი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე (U23)
    ჯავახიშვილის ოქრო, დავლაძის ვერცხლი | ქართული ფინალი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე (U23)