გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 2 ქულა - ორლანდომ ტორონტოს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ორლანდო“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს „ტორონტოს“ დაუპირისპირდა და 7-ქულიანი სხვაობით, 121:114 გაიმარჯვა. გოგა ბითაძემ სამწუხაროდ ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიიღო, რაც მის შედეგიანობაშიც აისახა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფლორიდელთა ქართველმა კალათბურთელმა ერთ-ერთ ეპიზოდში კოლინ მიურე-ბოილსთან შეჯახებისას ფეხის ტრავმა მიიღო და შესაძლოა ამის გამოც დაასვენა მწვრთნელმა და ზედმეტ რისკს მოერიდა.

„მეჯიქის“ ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 6 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. საშუალო დისტანციიდან ბითაძის 3 ტყორცნიდან ზუსტი 1 აღმოჩნდა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან და პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია. ოთხიდან სამ შემთხვევაში გოგამ მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 2 მოგებითა და 3 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, „ბოსტონ სელტიქსთან“ ჩაატარებენ და მატჩი თბილისის დროით, ხვალ, ღამის პირველის ნახევარზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს“ | რას წერენ სანდრო მამუკელაშვილზე
    „საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს“ | რას წერენ სანდრო მამუკელაშვილზე