ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, როდრი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ორი პირველი ადგილი | რამდენი ქულა მიიღო კვარამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში

France Football-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომელმა ფეხბურთელმა რამდენი ქულა მიიღო. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა — ინგლისელმა თავდამსხმელმა 1055 ქულა დააგროვა.

კეინთან ძალიან ახლოს იყო კილიან მბაპე, რომელმაც 1027 ქულა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ლამინ იამალია — 881 ქულა. „ბარსელონას“ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის შემდეგ როდრი მოდის (726 ქულა), ხოლო ხუთეულს ლიონელ მესი ასრულებს — 612 ქულა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. „კვარამ“ 541 ქულა დააგროვა. მის შემდეგ უსმან დემბელე (418 ქულა), ერლინგ ჰოლანდი (378 ქულა), მაიკლ ოლისე (296 ქულა) და ფაბიან რუისი (201 ქულა) მოდიან.

კვარაცხელია პირველ ადგილზე ორი ქვეყნის წარმომადგენელმა დააყენა: საქართველომ და საბერძნეთმა. ხვიჩას მეორე ადგილი ბელგიელმა, კოტ-დ’ივუარელმა, ეგვიპტელმა, მონტენეგროელმა, პერუელმა, სალვადორელმა და ტაილანდელმა ჟურნალისტებმა მიაკუთვნეს.

რაც შეეხება მესამე ადგილს, „კვარა“ ავსტრიაში, ბოლივიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კიურასაოში, დანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, კოსოვოში, რუმინეთსა და უკრაინაში გამოარჩიეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე