მონაკო და ინგლისური კლუბები | კვერნაძის მიმართ ინტერესი გაიზარდა
იტალიელი „ინსაიდერის'', ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გიორგი კვერნაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. „ჯალოროსის'' ინტერესის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო, თუმცა „კრისტალ პალასის“, „მონაკოსა“ და „ევერტონის“ შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა.
„რომამ“, „კრისტალ პალასმა“, „მონაკომ“ და „ევერტონმა“ უკვე მიმართეს ფეხბურთელს, რომელსაც უკვე „ახალ კვარასაც“ უწოდებენ'' - წერს სკირა.
შეგახსენებთ, საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტმა, ეკრემ კონურმა სექტემბრის მიწურულს დაწერა, რომ „ჰალ სიტიმ'' ფეხბურთელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. ასევე, კონური წერდა, რომ „დორტმუნდი'' აქტიურად აკვირდებოდა. ოქტომბრის დასაწყისში The Arsenal Insider-მა კვერნაძე „არსენალს'' დაუკავშირა.
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში კვერნაძემ „ლეჩესთან“ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტი გამოიმუშავა. Sofascore-მა იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა (756 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
გიორგი კვერნაძე ლეჩეს წინააღმდეგ
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს