ხეტაფე სირცხვილს გადაურჩა | საზონოვმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში საბა საზონოვის „ხეტაფე“ სტუმრად ესპანეთის რანგით მეექვსე დივიზიონში მოთამაშე „ლებრიხანას“ დაუპირისპირდა. ხოსე ბორდალასის გუნდი უდიდეს სირცხვილს გადაურჩა და 0:2-დან თამაში შემოატრიალა — 3:2.
მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა და „ლებრიხანა“ პეპე ტეხერომ საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. 23-ე წუთზე სერხიო რომერომ მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, თუმცა „ხეტაფემ“ პირველ ტაიმშივე გაათანაბრა. 45-ე წუთზე აბდელ აბქარი გამოირჩა, დამატებულ მეორე წუთზე კი ბორხა მაიორალმა გაიტანა. „ხეტაფემ“ გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე შეაგდო და მისი ავტორი ორელ მანგალა გახლავთ.
საზონოვმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბორდალასმა მხოლოდ პირველი ტაიმი ათამაშა. მე-9 წუთზე საბამ ყვითელი ბარათი მიიღო და ბურთს მხოლოდ 15-ჯერ შეეხო.
როგორც გითხარით, „ლებრიხანა“ ესპანეთის რანგით მეექვსე დივიზიონში თამაშობს და მისი ფეხბურთელები სტადიონზე ფეხით მივიდნენ. კლუბი ისტორიაში უდიდეს გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა.
???????????? Esto es la Copa del Rey. ➡️ Los jugadores de La Lebrijana llegan a su estadio andando y ovacionados antes de enfrentarse al Getafe. ???? @GonzaloTortosa https://t.co/jMJ6khAYSz
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) October 29, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს