15 გოლი 1000-იან ნიშნულამდე | რონალდუს ჰეთ-თრიქი საუდის არაბეთის ჩემპიონატში
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-ხოლუდს“ დაუპირისპირდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ჰეთ-თრიქით გამოირჩა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 5:3 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა. „ალ-ნასრის“ მხრიდან გოლები ანჯელომ და სადიო მანემ გაიტანეს, „ალ-ხოლუდის“ რიგებში კი თავი ჟულიენ დომინგესმა და ლოიკ ესომბამ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში რონალდუს ჯერი დადგა — 66-ე, 72-ე და 81-ე წუთებზე კრიშტიანუმ სამი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. კრიშტიანუ 1000-გოლიან ნიშნულს მიუახლოვდა და მის ანგარიშზე 985 გატანილი გოლია. რონალდუმ ჰეთ-თრიქი 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად შეასრულა — მაშინ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სამჯერ „ალ-ვაჰდას“ კარი აიღო. რონალდუს კარიერაში 67 ჰეთ-თრიქი აქვს გაკეთებული — 57 საკლუბო, 10 — სანაკრებო დონეზე.
„ალ-ნასრის“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. რონალდუ და კომპანია მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, „ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ გამართავენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს