გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ფურცელი მომცეს, სადაც ყველაფერი არასწორად ეწერა“ - მამარდა ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ

გასულ ღამეს, ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხდა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მატჩის მთავარი გმირი გახდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მერსისაიდულმა გუნდმა 6:5 გაიმარჯვა. გიორგი მამარდაშვილმა გადამწყვეტი პენალტის მოგერიება შეძლო და თავის გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა მეკარემ განვლილი მატჩი შეაჯამა და პენალტების სერიაზეც ისაუბრა. მამარდაშვილმა განაცხადა, რომ სერიის დაწყებამდე მეკარეების მწვრთნელმა მას ფურცელი მისცეს, სადაც ეწერა, თუ რომელ კუთხეში უნდა მოეგერიებინა ლონდონელთა დარტყმები, თუმცა როგორც გიორგი ამბობს, ამ ფურცელზე ყველაფერი არასწორად იყო დაწერილი.

„სანამ პენალტებს დავიწყებდით, ფურცელი მომცეს, მაგრამ ყველაფერი არასწორად ეწერა“, - აღნიშნა სიცილით მამარდაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ზოგადად პენალტების სერიაზე და როგორ მოემზადა ემეგას წინააღმდეგ მატჩის გადამრჩენელი მოგერიებისთვის, მამარდაშვილს ბევრი არაფერი უთქვამს.

„თამაშამდე მინდოდა, რომ სიამოვნება მიმეღო და ასეც მოხდა. მეტის მოგერიება მინდოდა, მაგრამ ზოგჯერ ერთიც საკმარისია!“ - თქვა ქართველმა მეკარემ.

„დარტყმამდე უბრალოდ ვაკვირდებოდი, თუ სად დაარტყამდა. საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემს მარჯვენა მხარეს გადავმხტარიყავი და მოვიგერიე კიდეც.“

ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩიც ინგლისის ლიგის თასზე ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 3:1 გაიმარჯვა. 1/4 ფინალში ლივერპული „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება. მატჩი 14 დეკემბერს, „ენფილდზე“ გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამარდაშვილის გმირობა ჩელსისთან - ლივერპული მეოთხედფინალში გავიდა
    მამარდაშვილის გმირობა ჩელსისთან - ლივერპული მეოთხედფინალში გავიდა