„მბაპეს კვარას სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა“ | რას ამბობს ვალიდ აშერშური
ფრანგმა ჟურნალისტმა, ვალიდ აშერშურმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგებზე ისაუბრა. აშერშური საბოლოო რეიტინგით გაოგნებული დარჩა და აღნიშნა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ბევრად მაღალი პოზიციების დაკავებას იმსახურებდნენ.
„კილიან მბაპეს ლამინ იამალის სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა. მბაპეს დემბელეს სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა. მბაპეს კვარაცხელიას სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა. რეიტინგში მეორე ადგილის დაკავების საშუალება რამ მისცა? სახელმა და მსოფლიო ჩემპიონატზე მისმა მემკვიდრეობამ?
საუბარი 2025/26 წლების სეზონზეა და ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მოგებული ტიტულებია, მბაპეს კი აბსოლუტურად არაფერი მოუგია. მართლა ვერ ვხვდები, რეიტინგში ასეთი მაღალი პოზიცია როგორ დაიკავა.
რაც შეეხება მთლიანად რეიტინგს, კვარაცხელია და დემბელე ტოპ 5-ში უნდა იყვნენ — განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი დონის ინდივიდუალური გამოსვლა არავის უჩვენებია. ხვიჩა და უსმანი უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებენ. არ ვამბობ, ოქროს ბურთი ერთ-ერთი მათგანისთვის უნდა გადაეცათ-მეთქი, მაგრამ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ეს წარმატება რეიტინგზე უნდა აისახოს“.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ადგილები ასე განაწილდა: 1) ჰარი კეინი, 2) კილიან მბაპე, 3) ლამინ იამალი, 4) როდრი, 5) ლიონელ მესი, 6) ხვიჩა კვარაცხელია, 7) უსმან დემბელე, 8) ერლინგ ჰოლანდი, 9) მაიკლ ოლისე, 10) ფაბიან რუისი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს