ბრწყინვალე გოლი და დებიუტი პირველ გუნდში | ხოხაშვილი უკრაინაში პროგრესირებს
უკრაინის პრემიერ ლიგის 21-წლამდე ჩემპიონატში „ვერესის’’ ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ხოხაშვილმა „კოლოსს’’ შორეულ კუთხეში ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ამ მატჩის შემდეგ პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი გავრიშმა ხოხაშვილი პირველ გუნდში პირველად ათამაშა.
ხოხაშვილის გოლი კოლოსთან
უკრაინის პრემიერ ლიგაში „ვერესი’’ შინ „კოლოსთან’’ 0:2 დამარცხდა. სადებიუტო მატჩში ხოხაშვილი 81-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე. ლუკა პირველ გუნდში რეგულარულად ვარჯიშობს, პრემიერ ლიგის სამატჩო განაცხადში რეგულარულად ხვდება, თუმცა სათამაშო დრო პირველად „კოლოსთან'' მიიღო.
1.73 მ. სიმაღლის მარცხენა გარემარბმა, რომელიც მემარჯვენეა, უკრაინის პრემიერ ლიგის 21-წლამდე ჩემპიონატში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „კოლოსის'' გარდა ლვოვის „კარპატის'' შეუგდო.
ლუკა ხოხაშვილს „თენგიზ სულაქველიძის“ აკადემიაში, „ავაზაში“, „დინამო თბილისის“ აკადემიასა და თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიაში უთამაშია. გასულ ზაფხულში, უკრაინულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ტრანსფერი ცნობილი უკრაინული სამენეჯერო კომპანიის, PROSTAR-ის ჩართულობით განხორციელდა, რომელსაც ქართველი მენეჯერი ბუბა დაუშვილი წარმოადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს