„თუ გეიჯისთან მაჩხუბებენ, კარიერასაც დავასრულებ“ - ვოლკანოვსკის იდეა და უაითის პასუხი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მოვსარ ევლოევის დამარცხებისა და ქამრის დაცვის შემდეგ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
„დიდებულმა“ განაცხადა, რომ თუ UFC მას გეიჯისთან ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს, კარიერასაც დაასრულებს.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„ეს ისაა, რის გამოც სპორტიდან წავიდოდი. თუ ისინი ამ შანსს მომცემდნენ, კარიერას დავასრულებდი. მოვიგებდი თუ წავაგებდი, წავიდოდი.“
„პატიოსანი კაცი ვარ და მინდა, რომ ყველაფერი სამართლიანად იყოს. ხშირად ვფიქრობ ხოლმე: „არ მინდა დივიზიონების შეფერხება“. მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ისე, რომ დივიზიონი არ გაჩერდეს... ეს იქნება პატარა სუპერბრძოლა, სადაც 38 წლის ბიჭები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი ყველაფერს დავტოვებთ და მივცემთ ახალგაზრდებს საშუალებას, თავად გაარკვიონ ურთიერთობები.“
„თუ მოვიგებ და ტიტულს ვაკანტურს გავხდი, მაშინ სხვები მაინც იბრძოლებენ. ეს ისაა, რის გამოც კარიერას დავასრულებდი. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ თითოეულ ბრძოლას ეტაპობრივად მივყვები.“
გეიჯისა და ვოლკანოვსკის პოტენციურ ბრძოლაზე დასმულ კითხვაზე, UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი იდეის მიმართ ღია აღმოჩნდა.
„ვფიქრობ, როცა მიაღწევ იმას, რასაც (ვოლკანოვსკიმ) მიაღწია, ბევრ რამეზე უარს ვეღარ ვეტყვით მას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
თუ ასე მოხდა, ავტომატურად, ილია თოფურია თამაშგარეში აღმოჩნდება. გეიჯისთან მარცხის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქართველ და ამერიკელ მებრძოლებს შორის რემატჩი ჩაინიშნება, თუმცა ვოლკანოვსკის განცხადებისა და დენა უაითის პასუხის შემდეგ, MMA-ის სამყაროში ახალ სპეკულაციებზე დაიწყო საუბარი და ეს იდეა უმრავლესობასაც მოსწონს. ჯერჯერობით, თავად გეიჯის პასუხი უცნობია, თუმცა „ჰაილაითმა“ რამდენჯერმე მიანიშნა კარიერის შესაძლო დასრულებისა და ქამრის ვაკანტურობის შესახებ. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვოლკანოვსკიმ და გეიჯიმ კარიერის უკანასკნელი ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართონ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს