17-წლამდე გოგონათა ნაკრები
Aa
Aa

17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მაკედონია 3:1 დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ტატა მატვეევას გუნდმა თბილისში, სფფ-ის ბასას ტექნიკურ ცენტრში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი გოგოლაძისა და გუგულაშვილის გოლებით მოიგო. შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა 76-ე წუთზე მარიამ გასანოვას ჩაწოდების შემდეგ ტამარა ატანასოვსკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

B ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, უელსმა ლუქსემბურგს 3:0 სძლია. 28 ოქტომბერს ჩვენი გუნდი უელსის ნაკრებს ბასას საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მიიღებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    WU19 | გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა
    WU19 | გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა