მარცხი ამხანაგურ შეხვედრაში - ქალთა ნაკრებმა მოლდოვასთან წააგო
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კიშინიოვში ამხანაგურ მატჩში მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გავიდა, როცა ნადეჟდა კოლესნიჩენკოს შორეული დარტყმის შემდეგ სვეტლანა გაბელაიამ უხეში შეცდომა დაუშვა.
შემადგენლობა: სვეტლანა გაბელაია, ნატა კვირკვაია, ნინო პასიკაშვილი (თეკლა ბერიძე, 71), ელენე ენჯიბაძე, ნათია დანელია (კ), თინათინ ამბალია, კესო მეტონიძე, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (ანანო წიქარიძე, 62), ეთერ სულაშვილი (ელენე ჩიქოვანი, 86), ნინო ბუხრიკიძე (ნათია ჯოჯუა, 71)
სათადარიგო: ეკა თაბაგარი, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, ანა პავლიაშვილი, სოფიკო ნარსია, ლიზი კანკია, მარიამ ცისკარიშვილი.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ირის ანტმანის გუნდი მოლდოვის წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.