საბერძნეთი Vs საქართველო | მასპინძლებს ლიდერი დააკლდებათ
ნიკ კალატესი საბერძნეთის ნაკრებს 2027 წლის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ მატჩებში საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
გამოცდილმა გამთამაშებელმა ვასილის სპანულისის მიერ დასახელებული 18-კაციანი შემადგენლობა დატოვა.
კალატესმა ფეხის ტერფის არეში მწვავე ტკივილი „არისთან“ საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩის დროს იგრძნო. „პაოკმა“ შეხვედრა ანგარიშით 99:77 მოიგო, კალატესი კი სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მოსალოდნელია, რომ კალატესი დაახლოებით 10 დღეს გამოტოვებს.
საბერძნეთი საქართველოს 26 ნოემბერს, ათენში, OAKA-ს არენაზე უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს სანტიაგო დე კომპოსტელაში ესპანეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. საქართველოს ნაკრები 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო საბერძნეთს 12 ქულა აქვს. ამავე რაოდენობის ქულები აქვს პორტუგალიასაც.
საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება მეტწილად გადაწყვეტს, თუ რომელი ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. გამარჯვების შემთხვევაში ჯიკიჩის გუნდი სასურველი მიზნის მისაღწევად დიდ ნაბიჯს გადადგამს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს