ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

“დიდი ძალისხმევა გავიღეთ“ - პოჩეტინო ლივერპულთან წაგების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურსი მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულს ესტუმრა და 0:4 განადგურდა. მაურისიო პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი გამოვიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„რა თქმა უნდა, მსაჯის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ისაკთან მომხდარ ეპიზოდში ბურთი მის კონტროლქვეშ არ იყო. სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ცენტრალური მცველი, ამ შემთხვევაში იორო, ისაკთან ერთად გარბოდა. ისაკს ბურთის კონტროლი არ ჰქონდა. მეკარისთვის ბუნებრივია, რომ ასეთ დროს მოძრაობას ანელებ და ჩერდები. იმ მომენტში, როდესაც იორო უკნიდან მიუახლოვდა, უბრალოდ მსუბუქი შეხება იყო და ისაკი დაეცა. ფეხბურთის ყველა მოთამაშემ იცის, რომ ეს განზრახ არ მომხდარა — უბრალოდ ასე განვითარდა სიტუაცია და ეს არასდროს ყოფილა მისი მხრიდან თამაშის წესების დარღვევა.

მაგრამ თუ ორი წუთით, ან წუთ-ნახევრით უკან დავბრუნდებით, იყო ეპიზოდი ჟაკესა და ბრაიან მბეუმოს მონაწილეობით. შეადარეთ ეს ორი სიტუაცია და მითხარით, ახლა როგორ უნდა ვისაუბროთ გუნდზე? დიახ, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, რადგან საბოლოოდ 0:4 წავაგეთ, მაგრამ 80 წუთზე მეტი ათი კაცით ვითამაშეთ. ეს უსამართლობაა. რა თქმა უნდა, გუნდმა საკუთარ თამაშზე კრიტიკულად უნდა იმსჯელოს, თუმცა მბეუმოს წინააღმდეგ დანიშნულ პენალტზეც უნდა ვისაუბროთ. შესაძლოა, „ლივერპულმა“ შეცდომა დაუშვა — ჩვენც ადამიანები ვართ და შეცდომები შეიძლება დავუშვათ, არა? მაგრამ ჩვენ მკაცრად დაგვსაჯეს, მათ კი — არა. ეს არის სიმართლე.

წარსულში აქ არ ვყოფილვარ. დღევანდელ შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ. დღეს ათი კაცით ოთხი გოლი გავუშვით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ „ენფილდზე“ 80 წუთზე მეტი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. თუმცა არ მინდა, ეს სიტუაცია წარსულს შევადარო. ყველაფერს გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ ახლა დღევანდელ მატჩზე უნდა ვისაუბროთ.

გარემოებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასე საუბარი ძალიან მარტივია და ამგვარი შეფასებების გაკეთებაც იოლია. ერთი მატჩი წავაგეთ, თუმცა არ ვაპირებთ, ყველა შეხვედრა ისე წავაგოთ, როგორც დღეს მოხდა. ბევრი სამუშაო გვაქვს და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ. მარცხის ტკივილი უნდა ვიგრძნოთ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ეს მთლიანად გუნდს ეხება. ყველაფერი ყოველთვის ბალანსზეა დამოკიდებული. პრობლემა მხოლოდ ერთ ხაზში დაცვაში, ნახევარდაცვაში ან შეტევაში არ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, როდესაც გუნდი გოლებს უშვებს, ეს იმის ნიშანია, რომ ბალანსი სათანადო არ არის. ამიტომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შექმნილ ვითარებას. ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან რვა წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი გეგმა წყალში ჩაიყარა. თუმცა, რაც ფეხბურთელებისგან დავინახე, ის არის, რომ მათ ბრძოლა უყვართ და გუნდისა და კლუბის ერთგულნი არიან. მათ მატჩების მოგება და ბოლომდე დახარჯვა სურთ. დღეს წარმოუდგენელი ძალისხმევა გავიღეთ.

ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვფიქრობ, ვიბრძოლეთ და მაქსიმალური გავიღეთ. ვიცი, რას გრძნობენ ფეხბურთელები ახლა გასახდელში. ისინი ძალიან დამწუხრებულები არიან, თუმცა ვუთხარი, რომ თავი მაღლა უნდა ეჭიროთ და მუშაობა ორმაგი ძალით უნდა გავაგრძელოთ, მეტი კონცენტრაციით მოვემზადოთ და პორტუგალიაში გამარჯვებისთვის გავემგზავროთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 8 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება. ბოლო პოზიციაზე მყოფ კრისტალ პალასს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

შემდეგ მატჩს წითელი ეშმაკები ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად სპორტინგის წინააღმდეგ გამართავენ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები