პოჩეტინოს კატასტროფული დებიუტი - იუნაიტედი ლივერპულთან განადგურდა
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მაურისიო პოჩეტინოს მოღვაწეობა კატასტროფულად დაიწყო. არგენტინელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგის მე-11 ტურში სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და 4:0 განადგურდა.
„წითელი ეშმაკების“ მდგომარეობა მე-8 წუთზევე დამძიმდა, როდესაც მთავარმა მსაჯმა ლენი იორო მოედნიდან გააძევა, რამაც მერსისაიდელებს პრაქტიკულად, ხელ-ფეხი გაუხსნა.
რიცხობრივმა უპირატესობამ შედეგი მე-10 წუთზე გამოიღო, როდესაც დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გახსნა. ამას მოჰყვა მე-13 წუთზე ფლორიან ვირცის გოლი და „ლივერპულმა“ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა, მეორე ტაიმში კი 66-ე წუთზე ნგუმოამ მანჩესტერელთა კარში მესამე გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მუნიოზმა 82-ე წუთზე დააფიქსირა.
სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიუღია. „ლივერპულის“ კარს კვლავ ალისონი იცავდა.
11 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 8 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება, „ლივერპული“ კი 21 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში „წითელი ეშმაკები“ საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდს“ მიიღებენ, „ლივერპული“ კი ლივერპულულ დერბიში „ევერტონს“ სტუმრად შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს