„დამაჯერებელი იყო“ - გერმანული პრესა ლოჩოშვილის ბაიერნთან თამაშზე
ბუნდესლიგის მე-10 ტურში „კიოლნმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ტურის მთავარი სენსაცია დააფიქსირა.
ლუკა ლოჩოშვილმა „ალიანც არენაზე“ 90 წუთი ითამაშა და მორიგი სოლიდური შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა Sofascore-ისგან 7.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 4-დან 2 წარმატებული ვარდნა, 3 ჩაჭრა, 4 ამოტანა, 5-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 66 შეხება ბურთთან, 51-დან 43 ზუსტი პასი (84%), 2 ზუსტი გრძელი პასი და 8 დაკარგული ბურთი.
ლოჩოშვილის თამაშს 2 ქულით (გერმანიაში 1 ქულა არის უმაღლესი შეფასება) აფასებს ადგილობრივი გამოცემა ksta, რომელიც ლუკას გამოსვლას „დამაჯერებელს" უწოდებს.
„ქართველი მცველი მოულოდნელად დაბრუნდა სასტარტო შემადგენლობაში. სვლა, რომელმაც გაამართლა. ძლიერი ერთი-ერთზე სიტუაციებში. ლოჩოშვილი დამაჯერებელი იყო და ამჯერად, ის მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებული იყო”.
ბოლოს გეტყვით, რომ სატურნირო ცხრილში 10 ტურის შემდეგ „კიოლნს“ 10 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ლოჩოშვილის გუნდი 28 ნოემბერს „ელვერსბერგს“ მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს