აზაროვის 79 წუთი - შახტარმა საშინაო მატჩში ქულები დაკარგა
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში დონეცკის „შახტარმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი იცავს, საკუთარ მოედანზე „ლივი ბერეგს“ უმასპინძლა.
აზაროვმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში მეორედ გამოჩნდა [პირველი „ობოლონთან“ 30 ოქტომბერს იყო]. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ პოზიციაზე ჩატარებული 45 წუთის შემდეგ არდა თურანმა მეორე ტაიმში აზაროვი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა და 79-ე წუთზე შეცვალა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მე-19 წუთზე ნაზარი ვორობჩაკმა სტუმრები დააწინაურა, 61-ეზე კი ალისონ სანტანამ წონასწორონა აღადგინა.
აზაროვის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 1 საგოლე პასია. „შახტარი“ 30 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მომდევნო ტურში 28 ნოემბერს „ბუკოვინას“ მიიღებს, მანამდე კი 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს