როთენი: ინფანტინოს გადასაყენებლად ვარსკვლავები უნდა გაიფიცონ
„პსჟ“-სა და „მონაკოს“ ყოფილი ნახევარმცველი ჟერომ როთენი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ვარსკვლავებმა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ პროტესტი უნდა მოაწყონ.
„ჟერომ როტენი ჯანი ინფანტინოს ვერ ჩამოაგდებს. მაგრამ არსებობენ შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთს წარმოადგენენ. შესაძლოა ვცდები, მაგრამ სწორედ ისინი უნდა მობილიზდნენ პირველები. ფეხბურთი ფეხბურთელებს ეკუთვნის. თუ ვარსკვლავები აჯანყდებიან და მობილიზდებიან... ვგულისხმობ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის, კილიან მბაპეს...
მათ იციან, რომ ინფანტინო მხოლოდ ბიზნესითაა დაკავებული და ფულს მათ ხარჯზე შოულობს. ეს დაუშვებელია. ფეხბურთის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. ყველა სკანდალის მიუხედავად, ინფანტინო არჩევნების ფავორიტად რჩება. ეს პრობლემაა. თუ ისინი (ვარსკვლავები) მოქმედებას დაიწყებენ, მათ ყველა მოთამაშე გაჰყვება.
პირველი, რაც გასაკეთებელია - თამაშის შეწყვეტაა. ეს ერთადერთი გამოსავალია. მოაწყვეთ გაფიცვა 15 დღით - და ნახავთ, როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს!“
- განაცხადა როთენმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს