ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ოფიციალურად - ფიფას პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაასახელა ის 3 კანდიდატი, რომლებიც ფიფას პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოლებენ.

ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს გარდა, კანდიდატების სიაში არიან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო და იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კოძო ტასიმა.

„ფიფას მართვის რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურები გადაგზავნილია საარჩევნო კომიტეტში მათი განხილვისა და დადასტურების მიზნით. ფიფას წესდებისა და არჩევნების კალენდრის თანახმად, წევრი ასოციაციები დარეგისტრირებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციას 18 თებერვლამდე მიიღებენ“, - აღნიშნულია ფიფას განცხადებაში.

ცნობისთვის, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მაროკოს დედაქალაქ რაბათში ჩანიშნულ კონგრესზე 2027 წლის 18 მარტს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძე ევერტონში? - Football Insider-ი ქართველ ფორვარდზე წერს
    მიქაუტაძე ევერტონში? - Football Insider-ი ქართველ ფორვარდზე წერს