ხუან მატა
Aa
Aa

„ზოგჯერ სიყვარული… გაშვებასაც ნიშნავს“ - მატამ კარიერა დაასრულა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან მატამ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გვამცნო.

„ზოგჯერ სიყვარული… გაშვებასაც ნიშნავს. მადლობა ფეხბურთო” - დაწერა მატამ

View this post on Instagram

A post shared by Juan Mata (@juanmatagarcia)

შეგახსენებთ, რომ ხუანი მადრიდის რეალის აღზრდილი გახლავთ, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია.

კარიერის განმავლობაში ის ვალენსიას, ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედის, გალათასარაის, ვისელ კობის, სიდნეი უონდერერსის და ბოლოს მელბურნ ვიქტორის ღირსებას იცავდა.

მისი საუკეთესო წლები ლონდონის ჩელსის უკავშირდება. არისტოკრატებთან ერთად მან 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში მან დიდიე დროგბას საგოლე პასი გაუკეთა.

ევრო ტიტული მანჩესტერ იუნაიტედთან ერთადაც მოიგო. 2016/2017 წლებში მატა ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამპლუით ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრებთან ერთადაც შესანიშნავად ასპარეზობდა. მან 2010 წელს მსოფლიო, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ევრო 2012-ის ფინალში მან გოლიც კი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები