„ჩემი საქმის გაკეთება როგორ მოვთხოვო“ - რუდიგერმა მბაპეზე ისაუბრა
კილიან მბაპე რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, ეს დიდი ხანია განსჯის საგანი არავისთვის აღარ არის. თუმცა, რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს კრიტიკოსები მაინც არ აკლია, რის მთავარ მიზეზადაც მის ზედმეტ ინდივიდუალიზმსა და არაგუნდურობას ასახელებენ. როდესაც ამ თემაზე საუბარი იწყება, მბაპეს პირველ რიგში საყვედურობენ იმის გამო, რომ დაცვის დასახმარებლად უკან პრაქტიკულად არასოდეს ჩადის. სამეფო კლუბში კილიანის თანაგუნდელს ანტონიო რუდიგერს სწორედ ამის თაობაზე ჰკითხეს და თუ ვინმეს ეგონა, რომ გერმანელი მცველი ფრანგ ფორვარდს გააკრიტიკებდა, მის იმედებს ცივი შხაპი გადაესხა
ანტონიო რუდიგერი
მე ახლა უნდა ვილაპარაკო ადამიანზე, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 80, თუ 90 გოლი გაიტანა და რა გინდათ, მას დაცვაში ჩამოსვლა და ჩემი საქმის შესრულება მოვთხოვო? ამაში საღ აზრს ვერ ვხედავ. გახსოვთ „რეალში“ გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა, რომელთაც ნამდვილი ეპოქა შექმნეს. არა მგონია, ვინმეს მათ დაცვით თვისებებზე როდესმე ესაუბროს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი კილიან მბაპეს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, რადგან ფრანგი ფორვარდი როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნანატრი „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო და გამოკითხვაში მცირე უპირატესობით ჰარი კეინმა აჯობა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს