კილიან მბაპე, ხორხე ვალდანო
Aa
Aa

ვალდანო: ორივე შემთხვევაში მბაპეს მოხვდა - გასაგებია რატომაც არჩევენ ფეხბურთელები დუმილს

„რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ხორხე ვალდანომ ისაუბრა იმის შესახებ, რომ 16 სექტემბერს, „ელჩესთან“ მატჩის წინ, კილიან მბაპემ ბოლომდე არ ჩაიცვა სეუტას მცხოვრებთა მხარდასაჭერი მაისური, რასაც შემდგომში მის მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს ესპანეთის ტერიტორიაზე მაროკოდან 70 ათასზე მეტი მიგრანტი შეეცადა უკანონოდ შეღწევას. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში დარჩა, შტურმის მცდელობისას კი ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

- ხშირად ამბობთ, რომ ფეხბურთი რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებაა, თუმცა ბოლო დროს ჩანს, რომ რეალობა თავად გდევნით. თუ გაიგეთ, რატომ გამოიწვია ასეთი რეზონანსი მბაპეს გადაწყვეტილებამ, არ ეჩვენებინა თავის მაისურზე სეუტას მცხოვრებთა მხარდასაჭერი წარწერა?

„მე გავიაზრე, რა გააკეთა მბაპემ. სეუტაში ორი ტიპის მსხვერპლია: ესპანელების თვალსაზრისით და აფრიკელების თვალსაზრისით. ეს იყო ჟესტი, რომელიც არ ყოფილა მიმართული სეუტას წინააღმდეგ, ის უბრალოდ მხარდაჭერას უცხადებდა მათ, ვინც მბაპესთან თავისი იდენტობით უფრო ახლოსაა.

ასეთი სკანდალების შემდეგ გასაგები ხდება, რატომ არ რისკავენ მოთამაშეები პოზიციის დაფიქსირებას. როდესაც ისინი მაინც იკავებენ გარკვეულ პოზიციას, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ, გაუგონ ან დისკუსიაში შევიდნენ მათთან, მათზე კრიტიკის ქარიშხალი ტყდება. თუ მბაპე სეუტაზე ლაპარაკობს, მას საზოგადოება გმობს - თუ ის მაო ძედუნზე ხუმრობს, მას მთელი ჩინეთი გმობს...

რჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებით მხოლოდ მაშინ აღვფრთოვანდებით, როცა ისინი მოედანზე არიან, ხოლო მის ფარგლებს გარეთ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ვაკრიტიკებთ ან გაჩუმებას ვთხოვთ, თითქოს მათ საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეთ“,

- განაცხადა ვალდანომ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები