მაურისიო პოჩეტინო, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

კერიკი წასვლაზე არ ფიქრობს - პოჩეტინო მზადაა იუნაიტედი ჩაიბაროს

მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას აგრძელებს და პოსტის დატოვებაზე არც ფიქრობს.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის დათხოვნისკენ იხრება.

Sky Sports-ის ჟურნალისტ რობ დორსეტის ცნობით, 45 წლის ინგლისელისთვის თანამდებობიდან გადაყენების გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ და დღეს ის კლუბის ბაზაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში შეუდგება. ამასთან, მწვრთნელის მდგომარეობა სულ უფრო მერყევი ჩანს. თუმცა, თავად ინგლისელი წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს.

პარალელურად აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში ჩაუდგეს. BBC Sport-ის ცნობით, რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ არგენტინელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში გადასვლისთვის ღიაა.

აგვისტოში პოჩეტინომ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ამასთან, კონტრაქტში არის ოპცია, რომელიც მას ტოპ-კლუბში წასვლის საშუალებას აძლევს.

პოჩეტინო წარსულში უკვე მუშაობდა პრემიერლიგაში. არგენტინელი სათავეში ედგა „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები