„საქართველოსთან რთული შეხვედრა გველოდება“ | უნგრელი ფეხბურთელების კომენტარები
ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის დასკვნით შეხვედრებს გამართავს. 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ „მიხეილ მესხზე“ უნგრეთს მიიღებენ, 17-ში კი კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდებიან.
უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელები, გაბორ იურეკი და კორნელ შუჩი საქართველოსთან რთულ შეხვედრას ელოდებიან.
„ძალიან რთულ თამაშებს ველოდები. საქართველოსთან შეხვედრა განსხვავებული იქნება, რადგან 60 000 გულშემატკივარი მხარს აღარ დაგვიჭერს. მიუხედავად ამისა, მოვემზადებით და თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, რადგან ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, — აღნიშნა იურეკმა.
„ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. საქართველოში მარტივი თამაში არ გველოდება, თუმცა ვაჩვენეთ, რომ რთულ სიტუაციებშიც შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა. ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და 6 ქულის აღება ძალიან კარგი იქნება“, — განაცხადა შუჩმა.
ცნობისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველ ადგილზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეზეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია — ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს