ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესო ფორვარდი და ფეხბურთელი - ხვიჩა Globe Soccer Awards-ზეა წარდგენილი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინანტებს შორის მოხვდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი საუკეთესო ფორვარდისა და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციებზეა წარდგენილი.

საუკეთესო ფორვარდის გამოკითხვაში კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი, მისი კონკურენტები კი ხულიან ალვარესი, უსმან დემბელე, ლუის დიასი, ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, რაფინია, ბუკაიო საკა და ლამინ იამალი არიან.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხვიჩასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი, მისი კონკურენტები კი ჯუდ ბელინგემი, პაუ კუბარსი, უსმან დემბელე, ფედერიკო დიმარკო, დეზირე დუე, ბრუნო ფერნანდეში, ერლინგ ჰოლანდი, აშრაფ ჰაკიმი, ვინისიუს ჟუნიორი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ნუნო მენდეში, ლიონელ მესი, ჟოაო ნევეში, მაიკლ ოლისე, რაფინია, დეკლან რაისი, როდრი, ფაბიან რუისი, ბუკაიო საკა, უილიამ სალიბა, დომინიკ სობოსლაი, ვიტინია და ლამინ იამალი არიან.

ცნობისთვის, Globe Soccer Awards-ის მე-17 ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ შარშან საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე, საუკეთესო ფორვარდი კი ლამინ იამალი გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ერთა ლიგის პლეიაუტი - საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
    ერთა ლიგის პლეიაუტი - საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია