ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“ეს ჩემთვის შოკია“ - ჩავი გერმანიასთან წაგების შემდეგ

ერთა ლიგაზე ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა 5:0 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

მარცხით გამოწვეულ შოკზე:

„ეს ჩემთვის შოკია. როგორც მწვრთნელისთვის, დღეს ნამდვილად შოკისმომგვრელი საღამო იყო. ძალიან რთული სიტუაციაა და ვცდილობ გავიგო, რა მოხდა, თუმცა ამის ახსნა მიჭირს. სამი დღის წინ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ — არა მხოლოდ შედეგის, არამედ გუნდის დამოკიდებულებისა და მენტალიტეტის თვალსაზრისით. დღეს კი ყველაფერი საპირისპირო იყო. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. მატჩამდე ამაყი ვიყავი ჩემი ფეხბურთელებით და განსაკუთრებით იმით, რომ მათი მწვრთნელი ვიყავი. ახლა კი უბრალოდ სევდას ვგრძნობ."

ფეხბურთელების მენტალიტეტსა და ხასიათზე

„დღეს ფეხბურთზე საუბარი არ შეგვიძლია, რადგან პრობლემა ფეხბურთი არ ყოფილა. პრობლემა ღირებულებებსა და მენტალიტეტშია. თუ მებრძოლი სული არ გაქვს, მეტოქესთან კონკურენცია შეუძლებელია.

მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. დღეს გუნდური სულისკვეთება საერთოდ არ გვქონია. ეს მიუღებელია. გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ბრძოლის ჟინი ექნებათ. ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც მებრძოლი სულისკვეთების გარეშე არაფრის მიღწევა შეგიძლია.”

პასუხისმგებლობაზე

„პასუხისმგებლობა ჩემზეც არის. ფეხბურთელებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ერთი გუნდი და ერთი ოჯახი ვართ. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ერთმანეთს გულწრფელად გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები.

„იმედგაცრუებული ვარ მთელი გუნდით. ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ სრულიად განსხვავებული ფეხბურთი ვაჩვენეთ.“

მომავალზე და გამოსასწორებელ საკითხებზე

„ახლა ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი შევაფასოთ და ეს მენტალიტეტი შევცვალოთ. მარტამდე ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ. ეს სრულიად განსხვავებული გუნდი უნდა იყოს.

მინდა, პოზიტიურად შევხედო ამ სიტუაციას და მჯერა, რომ ეს პროცესის ნაწილია. ჯერ კიდევ ვცდილობ, უკეთ გავიგო ნიდერლანდური ფეხბურთის კულტურა. თუმცა ერთი რამ ნათელია — გუნდურად ასეთი ჩავარდნა აღარ უნდა განმეორდეს.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები