საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები, ანდრეა მალდერა
Aa
Aa

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მატჩის მოსაგებად“ - უკრაინის მწვრთნელი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა მალდერამ:

ჩემი მომავალი უკრაინის ნაკრებში? ამაზე არ გვისაუბრია, საერთოდ. ეს ისეთი კითხვაა, რომელიც მე არ უნდა დამისვათ. მე მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ და მორჩა. ახლა მომავალზე არ ვფიქრობ - ჩემთვის ხვალინდელი მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს.

ტრავმირებული ფეხბურთელები? სამწუხაროდ, ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მეტოქე გუნდსაც აკლია კვარაცხელია, რომელმაც, სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო. ჩვენთვის ვიქტორი და ზუბკოვი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ახლა ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან, თუმცა დარწმუნებული ვარ და სრულ ნდობას ვუცხადებ იმ ბიჭებს, რომლებიც ახლა ჩემს განკარგულებაში არიან.

ზოგჯერ ერთი ფეხბურთელის არყოფნა მეორისთვის შანსია. ვფიქრობ, სინჩუკმა და კაშჩუკმაც, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, კარგი მატჩი ჩაატარეს. ასევე, ძალიან კმაყოფილები ვართ კრასნოპირით. ასე რომ, ამ დანაკლისების ფონზე, ახალი რესურსი აღმოვაჩინეთ.

ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი ასეთია - რთული შეხვედრა იქნება, რადგან საქართველო ძალიან კარგი გუნდია. თუმცა, ახლა სიტყვების დრო აღარ არის, ახლა თამაშის დროა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს მატჩი მოვიგოთ.

რა თქმა უნდა, შედეგებით დიდი იმედგაცრუებაა და არ გვინდა სიტყვებს ამოვეფაროთ. ვფიქრობ, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, თუნდაც ბოლო მატჩში, ყველაფერი წყალში გადასაყრელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, საკმარისი არ არის. ამიტომ, საჭიროა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცენტრაცია, რათა ეს ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ. თუმცა, ბიჭებს აქვთ სურვილი - აქვთ სურვილი, რომ ამაზე რეაგირება მოახდინონ და მოიპოვონ გამარჯვება, რომელსაც, ჩემი გადმოსახედიდან, ნამდვილად იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ“ - სვანაძის და კაკაბაძის პრესკონფერენცია
    „ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ“ - სვანაძის და კაკაბაძის პრესკონფერენცია