გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ფროზინონეს ორი კლუბი დაუკავშირდა | ბოლო ცნობები კვერნაძეზე

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა, გიორგი კვერნაძესთან დაკავშირებით ბოლო ცნობები გაავრცელა. „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„რომამ“ და „ევერტონმა“ „ფროზინონესთან“ 23 წლის გიორგი კვერნაძის ტრანსფერის თაობაზე დისკუსიები გამართეს. ორივე კლუბი მზად არის, ქართველ ფეხბურთელს სამ წელიწადზე გათვლილი ხელშეკრულება შესთავაზოს.

ზაფხულში კვერნაძის გამოსასყიდი თანხა 4 მილიონი ევრო იქნება. „ფროზინონეს“ იმედი აქვს, რომ მასთან ახალ კონტრაქტს დადებს, რის შემდეგაც გამოსასყიდი თანხა გაიზრდება. ქართველი გარემარბის გარშემო შექმნილ ვითარებას „მონაკო“, „ნაპოლი“, „კრისტალ პალასი“, „ჰალ სიტი“, „დორტმუნდი“ და „ფენერბაჰჩეც“ აკვირდებიან“, — წერს კონური.

ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. გიორგის მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 10 საგოლე მოქმედება აქვს — 5 გოლი და 5 ასისტი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „UFC-ის სურვილები არ გვაინტერესებს“ - თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
    „UFC-ის სურვილები არ გვაინტერესებს“ - თოფურიას მწვრთნელის კომენტარი