მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„უსმანმა შეცდომა დაუშვა და სიძულვილი დაიმსახურა“ - გაჯიევმა დვალიშვილზეც ისაუბრა

უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რამდენიმე დღის წინ იმდენად ამაზრზენი საქციელი ჩაიდინეს, რომ მათ გამართლებას რუსებიც ვეღარ ახერხებენ. Fight Nights-ის პრეზიდენტმა კამილ გაჯიევმაც კი, რომელიც მუდამ რუსი მებრძოლების დაცვით არის ცნობილი, უსმანის საქციელს გამართლება ვერ მოუძებნა და აღნიშნა, რომ ის და მისი დაჯგუფების წევრები შესაძლო სასჯელიდან ყველაზე მინიმალური ვადით დაისაჯნენ.

რას ამბობს გაჯიევი

„უსმან ნურმაგომედოვს თავისი მეგობრებიდან ერთი უნდა შეერჩია და მასთან ერთად მისულიყო მერაბ დვალიშვილთან, რადგან ქართველსაც გვერდში მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა. მივიდოდა და ეტყოდა: „მერაბ, წამოდი, კამერებს მიღმა ვილაპარაკოთ“. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად და ნორმის ფარგლებში დასრულდებოდა. თუმცა, ნურმაგომედოვმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, ხუთ მეგობართან ერთად მივიდა და ჩხუბი დაიწყო, დვალიშვილს და მის მეგობარს ვერაფერი დააკლეს და ხალხისგან სიძულვილი დაიმსახურეს. დაისაჯა ექვსთვიანი პატიმრობით, რომელიც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მინიმალური სასჯელია“.

ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რუსული მედია-საშუალებების ნაწილი იტყობინება, რომ შესაძლოა უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს სასჯელი შეუმსუბუქონ, ან ახლავე გამოუშვან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლაზიშვილი მოკაევის წინააღმდეგ? - რას წერს რუსი მებრძოლი
    ლაზიშვილი მოკაევის წინააღმდეგ? - რას წერს რუსი მებრძოლი