ეს ბიჭი დედისმტ***ელია, მაგრად იბრძოლა | სირილ განმა ჰოკიტი შეაქო
UFC 334-ზე მძიმე წონით კატეგორიაში სირილ განმა ჯოშ ჰოკიტი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. სამივე მსაჯმა გამარჯვება სირილ განს მიაკუთვნა (49-47).
გამარჯვების შემდეგ სირილ განმა ოქტაგონზე კომენტარი გააკეთა.
მეტოქეზე: „მან არ გამაოცა, მისი შესაძლებლობები უკვე ვიცოდი, მთელმა მსოფლიომ არ დააფასა, მაგრამ არა მე. ეს ბიჭი მომავალია, ძალიან მაგრად გამოვიდა და დღეს ტოპ-ხუთეულის მებრძოლია“.
გადამწყვეტ რაუნდებსა და დაღლილობაზე: „ძალიან მძიმე ბრძოლა იყო და მენტალურადაც რთული დასაწყები, მაგრამ ვაგრძელებდი წინსვლას, რადგან ძლიერი ვარ. როგორც კი ფოკუსი დავიჭირე, ჩემი კუთხისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, წინ წავედი — მე მებრძოლი ვარ“.
ჰოკიტის სტილის სირთულეზე: „100 პროცენტით, ეს ბიჭი დედისმტ***ელია, მაგრად იბრძოლა!“
36 წლის სირილ განმა კარიერაში მე-18 ბრძოლა გამართა: 15 გამარჯვება (7 ნოკაუტით), 2 მარცხი, ერთი ბრძოლის შედეგი გაბათილდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს