ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

„ჩემი საოცნებო ბრძოლები?“ - უაითმა თოფურია ახსენა

დენა უაითის გამოჩენას გულშემატკივრები UFC-ის თითქმის ყველა დანომრილ ღონისძიებამდე და ღონისძიების შემდეგაც ელოდებიან, თუმცა ამჯერად მოლოდინი გაზრდილი გახლდათ, რისი მთავარი მიზეზიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი იყო, რომლის თაობაზეც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის კომენტარს მოუთმენლად ელოდებოდნენ. დენამ უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს იდიოტების ჯგუფი უწოდა და სხვა თემებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ასეთი, რომელი იყო მისი საოცნებო ბრძოლები, რომლის ჩანიშვნასაც ყველაზე მეტად შეეცდებოდა და ამაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დენა უაითი

ჯონ ჯონსი ტომ ასპინალის, ილია თოფურია პედი პიმბლეტის, პიოტრ იანის შონ ომალის და ალექს პერეირა ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ - ეს ის ოთხი ბრძოლაა, რომლის ორგანიზებისთვის ძალისხმევას არასოდეს დავიშურებდი. თუმცა, ხომ იცით, ყველაფერი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამჯერადაც ვერავის ვერაფერს შევპირდები. ისე კი მერწმუნეთ, თუ ეს ოთხივე ბრძოლა ადრე თუ გვიან შედგა, მათი ერთ ქარდზე ჩანიშვნა ნამდვილი სიგიჟე იქნება.

ცნობისათვის, დენა უაითის მიერ ნახსენები ოთხი ჩხუბიდან ორის უახლოეს მომავალში დაორგანიზება სრულიად შესაძლებელია, რადგან აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ ილია თოფურია ოქტაგონს სწორედ პედი პიმბლეტისთან ბრძოლით დაუბრუნდება, ხოლო სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, პიოტრ იანის მომავალ მეტოქედ ყველაზე ხშირად სწორედ შონ ომალის ასახელებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ორივე მხარე არასწორი იყო“ | ალი აბდელაზიზის განცხადება მერაბსა და უსმანზე
    „ორივე მხარე არასწორი იყო“ | ალი აბდელაზიზის განცხადება მერაბსა და უსმანზე