მერაბ დვალიშვილი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„ამ ამბავში თუ ვინმე დამნაშავეა, ეს უსმანია“ - დემეტრიუს ჯონსონის კომენტარი

მართალია ინციდენტიდან რამდენიმე დღე გავიდა და როგორც მერაბ დვალიშვილი, ასევე საბა ლაზიშვილი დღეს უკვე RAF-ის ღონისძიებაზე იჭიდავებენ, მაგრამ MMA-ს სამყარო ჯერ კიდევ შოკირებულია აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ამბავით, სადაც ნურმაგომედოვების ოჯახმა ისეთი საქციელი ჩაიდინა, რომ ამ ლაქას ხაბიბი და მისი გუნდი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავს. დაახლოებით ასე ფიქრობს ლეგენდარული მებრძოლი და UFC-ის დიდების დარბაზის წევრი დემეტრიუს ჯონსონი, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით თავის პოდკასტში ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს მიუახლოვდა და ხელით შეეხო - ეს საერთოდ არაფერში არ წერია. ასეთ საქციელს კატეგორიულად არ ვეთანხმები და ამით მოგებული არავინ რჩება. სასწრაფო დახმარების მანქანიდან მერაბის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ უბრალოდ საშინელ ხასიათზე დამაყენა და მივხვდი, რომ ის და მისი მეგობარი უბრალოდ თავს იცავდნენ. ამ ამბავში თუ ვინმემ პირველი ქვა ისროლა და თუ ვინმეა დამნაშავე, ეს უსმან ნურმაგომედოვია. მსგავსი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო - მერაბი აბუ-დაბიში RAF-ზე საჭიდაოდ ჩავიდა და ქუჩურ ჩხუბში მონაწილეობის მიღება მოუხდა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და მისი ახალგაზრდა მეგობარი საბა ლაზიშვილი მოსამართლემ უკვე გაანთავისუფლა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანხლებ პირებს კი საპატიმროში 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. აქვე გეტყვით, რომ საბას, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში ჯვარედინ იოგებზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ ვარჯიში ახლახანს დაიწყო, RAF-ის ხელმძღვანელებმა ურაია ფაიბერთან ჭიდაობის საშუალება მისცეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოში ჩემი პროვოცირება მოახდინეს“ | დვალიშვილი კრის უაიდმენს ესაუბრა
    „საქართველოში ჩემი პროვოცირება მოახდინეს“ | დვალიშვილი კრის უაიდმენს ესაუბრა