დევიდ ბექჰემი, მეგან რაპინო
Aa
Aa

ბექჰემის კიდევ აღიარება - ინგლისელს დიდების დარბაზში შეიყვანენ

ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს 2027 წელს MLS-ის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ღონისძიების ოფიციალური ცერემონია დალასში, 16 აპრილს გაიმართება. საფეხბურთო კარიერის მიწურულს „ბექზი“ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადავიდა, სადაც ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა.

ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგაც ბექჰემი საცხოვრებლად ამერიკაში დარჩა და „ინტერ მაიამის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ახლადდაარსებული ფლორიდის კლუბის აღორძინება და პირველი ტიტულები სწორედ ინგლისელის მმართველობის წლებს უკავშირდება, რომელმაც ლიონელ მესის დასამატებლად ძალ-ღონე არ დაიშურა, „ელ მონგოლიკოსთან“ ერთად გუნდში მისი ყოფილი თანაგუნდელები, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც მიიყვანა, რომელმაც მაიამელთა წარმატება განაპირობეს.

ცნობისათვის, აპრილში დევიდ ბექჰემთან ერთად MLS-ის დიდების დარბაზში ჟოზი ალტიდორს და მეგან რაპინოსაც შეიყვანენ. ალტიდორმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში გამართულ 115 მატჩში 42 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო რაპინო ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამის ვარსკვლავის გახსნას არ დაესწრო - ბექჰემების კონფლიქტი გრძელდება
    მამის ვარსკვლავის გახსნას არ დაესწრო - ბექჰემების კონფლიქტი გრძელდება