ბექჰემი: ამ ასაკში ასე თამაში დაუჯერებელია - ოქროს ბურთს მესი იმსახურებს
„ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი იმსახურებს.
„როცა ხედავ, რა გააკეთა მესიმ ამ მატჩში, როცა ხედავ, როგორ ჩაატარა მან მსოფლიო ჩემპიონატი, ხვდები: შემთხვევითი არ არის, რომ მას კვლავ განიხილავენ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტად.
ეს არ არის შემთხვევითობა, რადგან ის, ალბათ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე იყო. წინა სეზონიც ხომ დაუჯერებლად ჩაატარა.
ლიონელი მსოფლიო ჩემპიონატს 39 წლის ასაკში შეხვდა და გავლენას ახდენდა თითოეული მატჩის მსვლელობაზე. ეს რაღაც განსაკუთრებულია. 39 წლის ასაკში ასეთი რამის გაკეთება და ასეთ დონეზე თამაში არავის შეუძლია. ამიტომ ის იმსახურებს, რომ „ოქროს ბურთზე“ პრეტენზია ჰქონდეს. ჩემი აზრით, მან უნდა მიიღოს ეს ჯილდო.
რა თქმა უნდა, არიან სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც - ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი და სხვები. მაგრამ როცა საქმე ლეოს ეხება... მე მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ვარ“,
- განაცხადა დევიდ ბექჰემმა.