გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

ქართველების დაპირისპირება ესპანეთში - ტენერიფემ ანდორა დაამარცხა

ლიგა ენდესას მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე მორაბანკ ანდორას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 90:84 დაამარცხა.

ნორმალური მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი და 43 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლაგუნა ტენერიფეს 21 ქულით და 4 პასით ბრაზილიელმა ჰუერტასმა ულიდერა. მასპინძელთა მხრიდან კი საუკეთესო კანადელი აარონა ბესტი იყო(12 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი).

მცირე სათამაშო დრო რატი ანდრონიკაშვილსაც მიეცა, რომელმაც პარკეტზე 8 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდში მან 3 ქულას, 1 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, შერმადინის გუნდს 12 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ტენერიფე ბარსელონას უმასპინძლებს. იქამდე კი ევროთასზე ტელეკომს ესტუმრება.

???? ¡Nos lo llevamosssssss! ???? ¡Gracias, @Huertas09 ! ????Trabajado triunfo en Andorra con un final clave del paulista. ???????? Yo vi jugar a Marcelinho Huertas ‼️ https://t.co/02Z1lD2z7P

— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) November 14, 2026

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები